თუ უკრაინას მხარს არ დავუჭერთ, ომი ჩვენთან მოვა - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მატეუშ მორავეცკის თქმით, დღეისთვის პოლონეთის ომში ჩათრევის მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს უკრაინისთვის ზურგის შექცევაა.
როგორც პოლონეთის პრემიერი ამბობს, ასეთ შემთხვევაში უკრაინა ადრე თუ გვიან რუსეთისგან უზარმაზარ დამოკიდებულებაში აღმოჩნდება, მათ კი არაფრის გაკეთება აღარ მოუწევთ, რადგან ომი თავად მივა.