შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულ პრეზიდენტს ხვალ დაბადების დღე აქვს. ჯო ბაიდენი 80 წლის ხდება. თეთრ სახლს დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით რაიმე სახის გეგმა ჯერ არ გაუვრცელებია.
თუ ჯო ბაიდენი შტატების პრეზიდენტად კენჭს მეორე ვადით იყრის და არჩევნებში კვლავ გაიმარჯვებს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისას ის 86 წლის იქნება.