ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან ახალგაზრდებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარის ფარგლებში სიტყვით მიმართა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა.
სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებს აპარატის საქმიანობა, პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო, რომელთა განხორციელებაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის გაზრდა პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.