გამწვანების აქცია 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე - ტაძრის ეზოში 50-მდე კვიპაროსისა და 400-მდე ტუიას ნერგი დაირგო.
აქცია საპატრიარქოს ფონდის "გაამწვანე საქართველოს" ინიციატივითა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით შედგა. პროცესში ჩართული იყვნენ სასულიერო პირები, ტაძრის მრევლი და ვაკის გამგეობის წარმომადგენლები.