"ევროპული მიდგომა სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის" - "ექსპო ჯორჯიაში" კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიების მონაწილეები საქართველოში სოფლის განვითარებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებზე მსჯელობენ.
ასევე, კონფერენციაზე შეჯამდა ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროგრამის შედეგები.
კონფერენციას მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმარგველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.
"ევროკავშირი წლებია გვეხმარება აქტიურად, როგორც სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. ამ პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნა დაფინანსებული, რომელშიც ჩართული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები. მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძელით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. 1900-ზე მეტი ფერმერი იქნა სხვადასხვა კუთხით მხარდაჭერილი, განხორციელდა სხვადასხვა სტრატეგიების შემუშავება, ასევე კანონმდებლობის რამდენიმე სხვადასხვა კანონპროექტის. ასევე, სამინისტროს ინსტიტუციონალური რეფორმა მიმდინარეობს სოფლის განვითარების სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდ რეფორმის პროცესი," - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.