07 ოქტომბერი 2026,   13:38
ვრცლად
30 უკრაინელი ბავშვი კაჭრეთს სტუმრობს

30 უკრაინელი ბავშვი კაჭრეთს სტუმრობს. მოზარდები სასტუმრო "კაჭრეთის ამბასადორში" ახალგაზრდობის სააგენტოს ეგიდით დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში იმყოფებიან.

დღის განმავლობაში მოზარდები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.

გურჯაანში უკრაინელი მოზარდებისთვის ბანაკი 6 ნოემბერს გაიხსნა და მასში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული რეგიონის - ჩერნიჰოვის სპორტული სკოლის 43 მოსწავლე იმყოფება. მოზარდები ბანაკში 10 დღეს გაატარებენ.

დღის ამბები