01 ივლისი 2026,   13:02
ვრცლად
მსოფლიო ლიდერები სტამბოლის აფეთქებას ეხმაურებიან - ისინი მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოხატავენ

სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი - მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, საბერძნეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრები, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

ისინი ღრმა მწუხარებას გამოხატავენ მომხდართან დაკავშირებით, უსამძიმრებენ დაღუპულთა ოჯახებს, თანადგომას უცხადებენ თურქეთს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანრთელებას უსურვებენ.

დღის ამბები