01 ივლისი 2026,   15:01
ვრცლად
საპროტესტო აქცია ალბანეთში - დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ

ალბანეთში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა საცხოვრებელი ხარჯების ზრდას აპროტესტებს, კრიზისის გამომწვევ მიზეზად კი კორუფციას ასახელებს.

დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ. აქცია მთავრობის შენობის წინ გაიმართა.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მონაცემებით, ალბანეთში საკვებ პროდუქტებსა და საწვავზე ფასები 8%-ით არის გაზრდილი. საპროტესტო აქცია ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ორგანიზებული.

დღის ამბები