უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ოკუპირებული ყირიმისა, საჰაერო განგაშია. როგორც უკრაინული მედია წერს, ბელარუსიდან აფრინდა ოკუპანტების მიგ-31, რომელიც ჰიპერბგერითი რაკეტებით - "კინჟალით" არის აღჭუვილი.
უკრაინული გამოცემების ინფორმაციით, არის სარაკეტო თავდასხმის რისკი.
"კინჟალის“ტიპის რაკეტები ახალი ჰიპერბგერითი იარაღის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს წარადგინა თავის გამოსვლაში. მან თქვა, რომ ისინი შეიძლება მისწვდნენ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილს და გვერდი აუარონ აშშ-ის ანტისარაკეტო ფარს.