"თანამედროვე საბანკო საქმე, თეორია და პრაქტიკა" - ირაკლი კოვზანაძისა და გოგი კონტრიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ნაშრომი პირველად 2014 წელს გამოიცა , 8 წლის შემდეგ კი განახლებული ვერსიის წაკითხვაა შესაძლებელი. წიგნში, საბანკო საქმის კონკრეტული მაგალითებია განხილული, როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო პრაქტიკიდან.
ირაკლი კოვზანაძემ წიგნზე მუშაობის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, 704 სახელმძღვანელო, თანამედროვე კომერციული ბანკის ორგანიზების და თანამედროვე საბანკო ოპერაციების განხორციელების საქმეში სრულყოფილი ცოდნის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
ნაშრომში განხილულია საბანკო საქმის კონკრეტული მაგალითები, როგორც საქართველოს შემთხვევაში ასევე საერთაშორისო პრაქტიკიდან. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი პროფილის სტუდენტებისთვის