გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე განთავსებულ შპს ECOMIX-ის კუთვნილ წებო-ცემენტისა და შპს "ამბრი პლუსის" კუთვნილ ასფალტის დამამზადებელ საწარმოებს, საქმიანობის განხორციელების უფლება შეუზღუდა.
ინსპექტირებებისას დადგინდა, რომ შპს ECOMIX-ის კუთვნილი საწარმო ფუნქციონირებდა სათანადო აირმტვერდამჭერი მოწყობილობის გარეშე, ატმოსფერულ ჰაერში გაიფრქვეოდა დამაბინძურებელი ნივთიერებები და წარმოქმნილი მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია აჭარბებდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმას.
შპს "ამბრი პლუსის" კუთვნილი ასფალტის დამამზადებელი საწარმო კი საქმიანობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე.
საწარმოებს საქმიანობის განხორციელების უფლება დარღვევების აღმოფხვრამდე შეეზღუდათ.