ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. CNN-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატაში "რესპუბლიკელებმა" 211, "დემოკრატებმა" კი 198 მანდატი მოიპოვეს.
435 ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.
რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, "რესპუბლიკელებს" 49, "დემოკრატებს" კი 48 ადგილი აქვთ.
"დემოკრატებს" სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად 50 მანდატი სჭირდებათ, ვინაიდან ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დამატებითი ხმის უფლებით სარგებლობს.