სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად.
ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რაკეტა 5-სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.