06 ოქტომბერი 2026,   16:04
ვრცლად
მასშტაბური დაზიანების გამო ვაკე-საბურთალოს რაიონის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალურ განცხადებაში

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს - კომპანიის ინფორმაციით, მასშტაბური დაზიანების გამო დღეს წყალი არ მიეწოდება ვაკე-საბურთალოს რაიონის დიდ ნაწილს. 

კომპანიის ინფორმაციითვე, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკურმა ჯგუფებმა დავით აღმაშენებლის ხეივანზე მე-16 კმ-ის მიმდებარედ ცენტრალურ მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების აღსადგენად მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში იმუშავეს. სამუშაოების შედეგად წყალმომარაგება ნაწილობრივ აღდგენილია.

"ამ ეტაპზე წყალი მიეწოდება: ძველ ვეძისს, დიღომი 7-ს, მუხადგვერდს, რეაქტორის, შერმადინის, გიორგი ბრწინვალეს, ხატაეთის, ბარონ დებაის და მიმდებარე ქუჩებს; წეროვანის დასახლებას, სოფელ ნატახტარს, წიწამურს; ზაჰესში - წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, მაყაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

დაზიანების სრულად აღმოსაფხვრელად კომპანია აგრძელებს რთულ ტექნიკურ სამუშაოებს, რის გამოც დღეს, 10 ნოემბრის 15:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეზღუდულ ექნება: ვაკე-საბურთალოს რაიონში - ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის N211-ის II-IV კორპუსებს, ნუცუბიძის I, II, III, V მიკრორაიონს, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის კორპუსების ნაწილს. გეგეჭკორის, ბარათაშვილის, გამრეკელის, ნადარეიშვილის, ძმები ზალდასტანიშვიების, დელისის, აფხაიძის, ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, ქავთარაძის, ასათიანის, ჟღენტის, სანდრო ეულის, ნადირაძის, მინდელის, მარგიანის, თავხელიძის, ჩოლოყაშვილის, ციციშვილის და მიმდებარე ქუჩებს. კაკლების დასახლებას, წყნეთის გზატკეცილს, უჩანეიშვილის, თამარაშვილის, საკანდელიძის, დოლიძის, ამაღლობელის, ჯიქიას, იოსელიანის, თვალჭრელიძის, კაპანელის და მიმდებარე ქუჩებს, თხინვალას აგარაკებს.

ვაშლიჯვრის დასახლებაში - კვანტალიანის ქუჩის ნაწილს, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, სარაჯიშვილის, ფარჯიანის, გელოვანის და მიმდებარე ქუჩებს, ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს; დიღმის მასივის I კვარტალს და მიმდებარე ქუჩებს.

შეგახენებთ, რომ 10 ნოემბერს, ღამის 01:00 სთ-ზე დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-16 კმ-ის მიმდებარედ, ქალაქის გასასვლელთან "ჯივიპის" მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დიდი ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები, რის შემდეგაც „ჯივიპის“ ტექნიკურმა ჯგუფებმა დაიწყეს აღგენითი სამუშაოები.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის"- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები