09 ოქტომბერი 2026,   00:25
ვრცლად
სტრასბურგში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა - BBC

საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები გრძელდება. როგორც BBC წერს, ქვეყნის მასშტაბით ქუჩები ხალხით არის გადავსებული.

ზოგიერთ რაიონში პოლიციასთან შეტაკებები და დაპირისპირება მოხდა - მათ შორის, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სტრასბურგშიც.

მედიის ცნობით, იქ პოლიციის თანამშრომლებს ფეიერვერკებს ესვრიან.

ცნობისთვის, პროტესტის მიზეზი განათლების სისტემაში არსებული პრობლემებია. ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო სექტორში საყოველთაო გაფიცვაა. განათლების რეფორმის წინააღმდეგ გამოსვლებია ბელგიაშიც.

A police officer wearing protective equipment stands over a protester who is on the ground

დღის ამბები