ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი, რომელსაც 49 ადამიანი გადაჰყავდა, ტბა ვიქტორიაში ჩავარდა. კატასტროფის მიზეზად ძლიერი შტორმი განიხილება.
ამ დროისთვის მაშველებმა 20 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.