01 ივლისი 2026,   13:08
ვრცლად
The Washington Post: შეერთებული შტატები უკრაინას თხოვნით მიმართავს აჩვენოს, რომ ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის

"შეერთებული შტატები უკრაინას თხოვნით მიმართავს აჩვენოს, რომ ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის "- ამ სათაურით სტატიას "ვაშინგტონ პოსტი" აქვეყნებს.

სტატიაში წერია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია პირადად მოუწოდებს უკრაინის ლიდერებს, გამოხატონ ღიაობა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის და უარი თქვან სამშვიდობო მოლაპარაკებების საჯაროდ უარყოფაზე. სტატიის თანახმად, შეერთებული შტატების მოწოდება მიზნად ისახავს არა უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანას, არამედ იმას, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მორალური სიმაღლე საერთაშორისო მხარდამჭერების თვალში.

"შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ზელენსკის უარმა მოლაპარაკებებზე გამოიწვია ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის იმ ქვეყნების აღშფოთება, სადაც ომის ეფექტი საკვების და საწვავის ფასებზე ახდენს გავლენას" ნათქვამია სტატიაში. "ვაშინგტონ პოსტი" ერთ-ერთ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ზოგიერთი პარტნიორი უკვე დაიღალა უკრაინის საკითხით. ამერიკის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ კიევი ზამთრამდე რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაბრუნებას ეცდება. ზამთარში კი შესაძლოა გაჩნდეს ფანჯარა დიპლომატიისთვის.

დღის ამბები