უკრაინაში რუსეთი წინ ვერ მიიწევს და ცდილობს ამ დრომდე დაკავებული ტერიტორიები გაამაგროს. ამის პარალელურად უკრაინის არმია ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებით წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებს. ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის გათვალისწინებით, საოკუპაციო ძალის ამოცანები იცვლება. ისინი კვლავ ცდილობენ სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას რაკეტებით დაარტყან.
გასულ ღამეს, ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში გაზის მილსადენი დაბომბეს. კვლავ შენარჩუნებულია ბირთვული საფრთხე, თუმცა ამ მხრივ პოზიტიური სიახლეა ის, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გარე მომარაგება აღადგინეს. სადგურის გარშემო უსაფრთხო ზონის შექმნა კვლავ არის ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მთავარი მოთხოვნაა.
"უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა ჩავატარე - საკმაოდ დიდხანს, სამ საათს გაგრძელდა. დეტალურად გავაანალიზეთ ვითარება წინა ხაზზე, ყველა მიმართულებით, ვიცით მტერი რისთვის ემზადება. ვუპასუხებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას. ასევე ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ყველაფერი, რაც თავდაცვის ძალებისადმი მიწოდებას ეხება: ესაა ტექნიკა, საბრძოლო მასალა, კავშირი, ზამთრის ნივთები. ცალკე განვიხილეთ სარაკეტო და დრონების ტერორისადმი წინააღმდეგობა - უკვე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები, ჩამოგდების პროცენტი გაიზარდა, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ რჩება. აუცილებელია უკრაინული ცის სრული დაცვა და ამისთვის ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელი გაკეთდება. უახლოეს კვირებში უკრაინას კარგი ამბები ელის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.