01 ივლისი 2026,   09:11
ვრცლად
ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა

38 ადამიანი დაშავდა ხანძრის შედეგად ნიუ-იორკში. ცეცხლი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-20 სართულზე გაჩნდა. დაშავებულებს დაკვამლიანებისგან გამოწვეული რესპირატორული პრობლემები აღენიშნებათ, მათ შორის სახანძრო დეპარტამენტის 5 თანამშრომელია.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მობილური ტექნიკის გაუმართაობა სახელდება. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

დღის ამბები