დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო უკრაინაში სტარლინკის 1 300 ტერმინალი გაითიშა - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია ტერმინალების მუშაობა 24 ოქტომბერს შეფერხდა. პრობლემა დაფინანსების ნაკლებობას უკავშირდება.
CNN-ისვე ცნობითვე, სექტემბრისთვის უკრაინელი სამხედროების მიერ სტარლინკის გამოყენებისთვის დაგროვილმა დავალიანებამ 20 მილიონ დოლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა პენტაგონს თანამგზავრული ტერმინალების დაფინანსების თხოვნით მიმართა. ილონ მასკმა კი მოგვიანებით განაცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად, სტარლინკი უკრაინაში მუშაობას გააგრძელებდა.