29 სექტემბერი 2026,   05:47
ვრცლად
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაციის შემცირება თებერვლიდან დაიწყება და მიზნობრივთან დაახლოება წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს

ინფლაციის შემცირება თებერვლიდან დაიწყება და მიზნობრივთან დაახლოება წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს, აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

როგორც კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს ინფლაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მათი მოლოდინია, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია იგივე დონეზე შენარჩუნდება, რაც ახლა გვაქვს, და შესამჩნევი კლება თებერვალში დაიწყება. მისივე თქმით, ამის წინაპირობა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე არსებული ვითარებაა.

"ჩვენი მოლოდინი არის, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია დაახლოებით იგივე დონეზე შენარჩუნდება, რაც ახლა გვაქვს, იანვრის ჩათვლით და შესამჩნევი კლება უკვე უნდა იყოს თებერვლის თვეში. ამის წინაპირობები და განმაპირობებელი ფაქტორები არის ის, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული ნარჩუნდება. ჩვენ ასევე მივიღეთ მაკროპოტენციური ზომები. ვხედავთ, რომ მსოფლიოს სასაქონლო ბაზრებზე არის კლება ინდექსების და ეს აუცილებლად უნდა აისახოს საქართველოში,"- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკი, მდგრადი დაფინანსების ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი ყოველწლიური პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

დღის ამბები