01 ოქტომბერი 2026,   03:40
ვრცლად
ქართულმა მხარემ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მუშაობა დაასრულა

ქართულმა მხარემ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მუშაობა უკვე დაასრულა. შედგა შეთანხმება ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, რაზეც უნდა იყოს დაფუძნებული მხარდაჭერის ახალი სქემა.

გაწერილია გრაფიკი და პროცესი წარიმართება ღია აუქციონის წესით. ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით შეფასება ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის თავმჯდომარემ გააკეთეს.

"ჩვენ უკვე პრაქტიკულად დავასრულეთ მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის მისია იმყოფება საქართველოში და ჩვენ შევთანხმდით იმ ძირითად პრინციპებზე, რა პრინციპებზეც უნდა იქნას დაფუძნებული მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც გულისხმობს კონტრაქტის ღირებულებასა და საბაზრო ფასს შორის გარანტიის მიცემას სახელმწიფოს მხრიდან იმ კომპანიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტრო გენერაციის ობიექტების მშენებლობას საქართველოში.

მოცულობა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, დაახლოებით 1500 მეგავატი, მომდევნო სამი წლის განმავლობაში. გაწერილია, ასევე, გრაფიკიც, როგორ უნდა მოხდეს ამის გამოტანა ბაზარზე და ბუნებრივია, ეს მოხდება ძალიან ღიად, გამჭვირვალედ, ღია აუქციონის წესის მიხედვით,“ - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი.

დღის ამბები