მილანთან ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრში, მამაკაცის მიერ ცივი იარაღით დაჭრილი 6 ადამიანიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა. კიდევ სამი მძიმე მდგომარეობაშია.
ლონდონის "არსენალის" ცენტრალური მცველი, პაბლო მარი დანით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით შემთხვევა იტალიაში, ქალაქ მილანთან ახლოს, სავაჭრო ცენტრში მოხდა. მარისთან ერთად დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია. 29 წლის ცენტრალური მცველი იჯარის წესით "მონცაში" თამაშობს.