05 ოქტომბერი 2026,   06:38
ვრცლად
"ის იყო უკეთილშობილესი ადამიანი და თითოეული ჩვენგანისთვის უძვირფასესი მეგობარი" - ირაკლი კობახიძე დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებას ეხმიანება.

"სიტყვებით ძნელია ირაკლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის გამოხატვა. ის იყო უკეთილშობილესი ადამიანი და თითოეული ჩვენგანისთვის უძვირფასესი მეგობარი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ირაკლის სული!" - წერს ირაკლი კობახიძე. 

შეგახსენებთ, დღეს დილით დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა იპოვეს.

 

 

 

დღის ამბები