დავით და გუგა კაკულიების პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში, საქმე ეხება სერგო ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეს.
პროცესს ორივე ბრალდებული ესწრება. იკითხება პროკურატურის მოწმე, გამომძიებელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ძმების დაკავებაში.
დღეს დაკითხეს დეტექტივი, რომელიც დავით და გუგა კაკულიების დაკავების დღეს ჩხრეკაში მონაწილეობდა. დეტექტივმა სასამართლოზე ისაუბრა, კონკრეტულად რა ნივთები ამოიღეს ჩხრეკის დროს კაკულიების სახლიდან.
"ზურგჩანთიდან ამოღებულ იქნება ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი ნივთი, მჭიდი, ვაზნები, დავით კაკულიას სახელზე გაცემული პირადობის და მართვის მოწმობა ასევე რაღაც რუსული საბუთები. ბინადრობის მოწმობა, გურამ კაკულიას რუსული მართვის მოწმობა და ა.შ." - აცხადებს დეტექტივი.
დაკავებულების ადვოკატი კი აცხადებს, რომ ჩხრეკის ოქმში რა იარაღებიც არის ნახსენები, დავით და გურამ კაკულიებს არ ეკუთვნოდა.
"ძმები კაკულიების არ არის ის იარაღი დანარჩენი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ეს ორი იარაღი ამათ არ ეკუთვნოდათ," - აცხადებს ადვოკატი.