"თაობა განვითარებისთვის" - ახალგაზრდების გაძლიერების საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
კამპანიას, რომელშიც 40 უნივერსიტეტიდან 5 000-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთვება, ახალგაზრდული ორგანიზაცია "საქართველოს თანასწორობის ასოციაცია" განახორციელებს. ხუთი თვის განმავლობაში სხვადასხვა თემატიკის 20 პროექტის ფარგლებში 45 აქტივობაა დაგეგმილი.