03 ივლისი 2026,   16:17
ვრცლად
თურქეთში, ერთ-ერთ მაღაროში აფეთქებას, ბოლო მონაცემებით 14 ადამიანი ემსხვერპლა - 300 მეტრის სიღრმეზე 115-მდე ადამიანია ჩარჩენილი

თურქეთში, ბარტინის პროვინციაში, ამასრას რეგიონის მაღაროში აფეთქებას, ამ დროის მონაცემებით, 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქული ტელეარხის A HABER-ის ინფორმაციით, აფეთქება შახტაში 300 მეტრის სიღრმეში მოხდა, სადაც შემთხვევის დროს დაახლოებით 115 მაღაროელი მუშაობდა. 

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ათეული სამედიცინო დახმარების ბრიგადაა გაგზავნილი. 300 მეტრის სიღრმეზე აფეთქებულ მაღაროში, ცოცხლად დარჩენილი მუშები ფაქტობრივად ჩაკეტილები არიან. 

პროვინცია ბარტის გუბერნატორის ინფორმაციით, აქტიურ სამაშველო სამუშაოებს 74 სამძებრო ჯგუფი აწარმოებს. აფეთქების კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. 

ამ დროისთჩის დსამაშველო სამუშაოების შედეგად 8 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. 

 

დღის ამბები