09 ოქტომბერი 2026,   10:30
ვრცლად
რთული სიტუაცია დამხვდა, ორივე უმძიმეს მდგომარეობაში იყო - რას იხსენებს ქალი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანში დაშავებულ მოზარდებს პირველადი დახმარება აღმოუჩინა

ქალი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ ბავშვებს პირველადი დახმარება აღმოუჩინა, ტრაგიკულ შემთხვევას იხსენებს. მეგი ბანცაძის თქმით, მას მოზარდები უმძიმეს მდგომარეობაში დახვდა:

"მე რომ მივედი უკვე ორივე - გოგონა და ბიჭი ამოყვანილები იყვნენ წყლიდან. საკმაოდ რთული სიტუაცია დამხვდა იმიტომ, რომ ორივე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. უშუალოდ ლაზარესთან აღმოვჩნდი ახლოს და გავუწიე პირველადი დახმარება გოგონა ჩემგან ცოტა შორს იყო, გულის მასაჟები გავუკეთე, ჩემთან ერთად კიდევ იყო ერთი მამაკაცი, რომელიც მეხმარებოდა," - აცხადებს მეგი ბანცაძე.

არსებული ინფორმაციით, გუშინ ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები