Hilton-ის პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში - ცოტნე დადიანის ქუჩაზე მსოფლიო ბრენდისა და "ვინდჰემის" რეზიდენციების მშენებლობა იწყება.
21 ჰექტარზე დაგეგმილი მრავალფუნქციური უბანი - 15 ჰექტარ რეკრეაციულ ზონას მოიცავს, რომელიც დასასვენებელ და საბავშვო სივრცეებს, ველობილიკებს, ურბანულ ამფითეატრს, პადელის ცენტრს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, ფიტნესდარბაზებსა და სპას გააერთიანებს.
კომპანიას დაგეგმილი აქვს მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობაც, რომელიც "არქი გრანდ" ავენიუს წერეთლის გამზირთან დააკავშირებს.
ნაძალადევის რაიონში სასტუმრო Hilton-ის მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაც გაიმართა, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების სხვა პირველი პირები ესწრებოდნენ.