09 ოქტომბერი 2026,   21:29
ვრცლად
შატო მეფისქალაქში ქართულ-იაპონური მეგობრობის საღამო გაიმართა

შატო მეფისქალაქში ქართულ-იაპონური მეგობრობის საღამო გაიმართა. ღონისძიების მიზანი, ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, კულტურული ღირებულებების გაზიარება და დამეგობრება იყო.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართულ-იაპონური კერძებისა და სასმელების დეგუსტაცია. ასევე, ქართველი და იაპონელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გაყიდვიდან მიღებული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

ღონისძიება იაპონიის ელჩის მოწვევით და კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

დღის ამბები