ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზრალებული მოზარდის მდგომარეობა ისევ მძიმეა. 13 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში რჩება. ექიმის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გასული დროის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა არ გაუარესდა.
"იმყოფება მართვით სუნთქვაზე, საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე ძინავს. დინამიკაში მდგომარეობა გაუარესებული არაა. აღინიშნა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ამჟამად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ჩაუტარდა კვლევები, რამე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები თავის ტვინის ამ ეტაპზე არ აღინიშნება. ის რომ პირველი 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესდა, მნიშვნელოვანია," - განაცხადა "ნიუ ჰოსპიტალსის" რეანიმატოლოგმა გიორგი კვიცინაძემ.
ავტორი: სანდრო სანაია