03 ივლისი 2026,   18:44
ვრცლად
ბულგარეთი ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში არსებულ სატვირთო ავტომობილთან რაიმე კავშირს უარყოფს

ბულგარეთი უარყოფს ფაქტს რომ სატვირთო მანქანა, რომელიც ყირიმის აფეთქებასთან არის დაკავშირებული, ბულგარეთის ტერიტორიის გავლით გადაადგილდებოდა.

ბულგარეთი არ არის ყირიმის ხიდის აფეთქების მომზადებაში თანამონაწილე - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გალაბ დონევმა განაცხადა.

"ბულგარეთი გზაჯვარედინზეა, სადაც ბევრი სატვირთო მანქანა გადის. ბულგარეთი აფეთქებაში არ მონაწილეობდა, მაგრამ ნახსენები იყო, როგორც ეჭვმიტანილი სატვირთო მანქანის მარშრუტის წერტილი," - განაცხადა დონევმა.

მან მედიას მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ სიტუაციას, რადგან ამ თემაზე გადაჭარბებული საუბარი საშიშია ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მაგალითად, მან მიუთითა ის ფაქტი, რომ საქმეში არ იყო "ბულგარული კვალი" და ეს ფრაზა მხოლოდ მედიაში გავრცელებულ სტატიებში იყო.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, მათი ქვეყნის სახელი ასოცირდებოდეს ტერორისტულ საქმიანობასთან. რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებას უკვე იძიებს ბულგარეთის კონტრდაზვერვის სამსახური.

დღის ამბები