თელავში მოკლული 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.
ამის შემდეგ კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. შემთხვევა კახეთში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 22 წლის მამაკაცმა გოგონას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა.
ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მამაკაცი შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გირაოს სანაცვლოდ მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გაათავისუფლა, რომელიც ასევე მარიამ გამტკიცულაშვილზე ძალადობისთვის იყო დაკავებული.
მოსამართლე წიკლაური მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.