01 ოქტომბერი 2026,   11:38
ვრცლად
დამტკიცების შემთხვევაში, კლინიკებს COVID-19-ის პანდემიის დროს არამართლზომიერად განკარგული თანხების უკან დაბრუნება მოუწევთ

დამტკიცების შემთხვევაში, კლინიკებს COVID-19-ის პანდემიის დროს არამართლზომიერად განკარგული თანხების უკან დაბრუნება მოუწევთ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ამ დროისთვის, უცნობია, რამდენ მილიონ ლარს ედავება სამინისტრო კლინიკებს, ასევე უცნობია იმ კლინიკების რაოდენობაც, სადაც უწყებას კთხვის ნიშნები გაუჩნდა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, კლინიკებთან დაკავშირებით, კოვიდის კონტექსტში, სამინისტროს სულ სამი პრობლემური საკითხი აქვს. აქედან პირველი ექიმებისა და ექთნებისთვის განკუთვნილი დანამატების არამიზნობრივად გამოყენებას ეხება, მეორეა ინფექციის კონტროლი პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში, მესამე კი პანდემიის დროს გადარიცხული მილიონი ლარის არამიზანმიმართულად დახარჯვა.

დღის ამბები