03 ივლისი 2026,   21:19
ვრცლად
ყირიმის ხიდის დანგრევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა - უკრაინული მედია

ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას. ამის შესახებ ინფორმაციას ძალოვან უწყებებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით, "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს, წყაროს ცნობით, ყირიმის ხიდის დანგრევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა.

ამასთან, თავად სპეცსამსახური ამ ოპერაციაში მონაწილეობაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ტელეგრამარხზე გამოაქვეყნეს ცეცხლწაკიდებული ყირიმის ხიდის ფოტო და თან დაურთეს ტარას შევჩენკოს ლექსის გადაკეთებული ვარიანტი.

შეგახსენებთ 8 ოქტომბერს დილით ცნობილი გახდა, რომ ყირიმის ხიდის სარკინიგზო განშტოებაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე სავარაუდოდ სატვირთო მანქანა აფეთქდა. იმავდროულად, „ყირიმის პარლამენტის“ ე.წ. ხელმძღვანელმა კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე გზის ზედაპირი „უკრაინელმა ვანდალებმა“ დააზიანეს.

ყირიმის ხიდზე გაჩენილი ხანძრის შესახებ აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აცნობეს და მან სამთავრობო კომისიის შექმნის განკარგულება გასცა.

ყირიმის ხიდზე ამ დროისთვის ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია.

ყირიმის ხიდი, რომელიც 2018 წელს გაიხსნა, რუსეთისთვის  მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს, სწორედ ამ ხიდის მეშვეობით ხდებოდა ანექსირებულ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საჯარისო დანაყოფების გადაყვანა, შესაბამისად, მისი აფეთქება ომის მიმდინარეობის პერიოდში ოკუპანტი რუსეთისთვის დიდი დანაკარგი იქნება

დღის ამბები