05 ოქტომბერი 2026,   12:51
ვრცლად
დამირეკა და მითხრა, რომ ჯაფარიძე და გიორგაძე იყვნენ ნაცემები და დამწყვდეული ჰყავდა "პადვალში" - რა წერია ე.წ "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებებში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა

გიორგი ნამგალაძე - ეს ის მამაკაცია, რომელსაც ე.წ. კანონიერი ქურდები ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. იგი ოქროს მონეტების გახმაურებული საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ნამგალაძე წერს, რომ მისი ორი ნაცნობი საქმის გასარჩევად თურქეთში დაიბარეს, სცემეს და სარდაფში გამოკეტეს. დაკითხვის ოქმში ნახსენებია ჯეირან კინწურაშვილი, მეტსახელად "ხონსკი“ და მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი. "კურიერმა" დღეს "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები მოიპოვა.

გიორგი ნამგალაძე ჩვენებაში ყვება, რომ მამაკაცმა, რომლმაც მას დაურეკა უთხრა, რომ "კანონიერი ქურდი" ჯეირან კინწურაშვილი იყო და ამირან ჯაფარიძე და რამაზ გიორგაძე დამწყვდეული ჰყავდა "პადვალში":

გიორგი ნამგალაძის ჩვენება: "დაახლოებით ღამის 01:00 საათზე მე დამირეკა რამაზ გიორგაძემ "ვოცაფში", ვიდეო ზარით. ტელეფონი ეჭირა მამაკაცს, რომელმაც მითხრა, რომ იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ჯეირან კინწურაშვილი. საუბარში მან თქვა, რომ ამირან ჯაფარიძე და რამაზ გიორგაძე იყვნენ ნაცემები და დამწყვდეული ჰყავდა "პადვალში". ასევე ვიდეო ზარის მეშვეობით საუბრობდა მინდია ლავასოღლი. მან დამიწყო გინება და უშვერი სიტყვებით მოხსენიება. ასევე მკითხა თუ სად ვცხოვრობდი, რათა ჩემთან გამოეგზავნა თავისი ხალხი საცემად. მე შემეშინდა და მისამართი არასწორად ვუთხარი".

"კურიერმა" ასევე მოიპოვა რამაზ გიორგაძის ჩვენებაც:

"მითხრეს, რომ უნდა წავსულიყავი თურქეთის რესპუბლიკაში, კერძოდ ხოფაში, ე.წ. "კანონიერ ქურდთან", ჯეირან კინწურაშვილთან. იქ "სკაიპით" ჩაერთო ლავასოღლი, რომელმაც თქვა - ქურდებს როგორ გვატყუებ, მიაღებინეთ მას რაც ეკუთვნისო. ამის შემდეგ ერთ-ერთმა იქ მყოფმა ამირან ჯაფარიძეს მარჯვენა ხელი გაარტყა სახეში". 

დღის ამბები