01 დეკემბერი 2022,   16:35
ვრცლად
სოფო - მარიამ ქორიძის პერსონალურ გამოფენა GERA-ში გაიმართება

7, 8 და 9 ოქტომბერს,  საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA გეპატიჟებათ ასოციაციის წევრის, სოფო მარიამ ქორიძის  შემოდგომის პერსონალურ გამოფენაზე „Color Vision”.

მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ და შეიძინონ მისი ნამუშევრები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სოფო მარიამ ქორიძის მიერ შექმნილი კოსტიუმები და ესკიზები სპეკტაკლ „ჰამლეტი/მანქანისთვის“, რომლის რეჟისორიც ზურაბ გეწაძეა.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია. 

მისამართი: თბილისი, თარხნიშვილის ქუჩა 17, საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA-ს ოფისი

7 ოქტომბერი - 17:00 – 21:00 სთ

8,9 ოქტომბერი 15:00 – 19:00 სთ

 

(R)

ამავე თემაზე
დღის ამბები