01 დეკემბერი 2022,   17:29
ვრცლად
"ღვინის დღეები საქართველოში" - ქვეყნის 7 რეგიონში ღვინის კვირეული გაიმართება

საქართველოში ღვინის ფესტივალი აქტიურ ფაზაში შედის, დედაქალაქში ჩამოსულ სტუმრებს აეროპორტის გზაზე გამოკრულ ბანერებზე უკვე ერთკვირიანი ფესტივალის პროგრამის ნახვაც შეუძლიათ. 9 ოქტომბერს თბილისთან ერთად ღვინის დღეები საქართველოში კიდევ 7 რეგიონში გაიხსნება. ღვინის მოყვარეულებთან შესახვედრად ახლა განსაკუთრებით ემზადება რაჭა და იმერეთი, რადგან ამ რეგიონებში რთველის სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება, სტუმრებს კი უნიკალურ ადგილობრივ ღვინოებს სთავაზობს.

ტურისტებს და ენოლოგებს მთელი საქართველოს მაშტაბით, 26 ლოკაციაზე ქარხნული, ქვევრის და ოჯახური ღვინოების დაგემოვნება შეეძლებათ. მეღვინეებისთვის უკვე გამოყოფილია სპეციალური კუთხეებიც, სადაც ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა შეუძლიათ. ღვინის გარდა ყველა რეგიონში გამოფენილი იქნება იმ კუთხისთვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშებიც.

დღის ამბები