03 დეკემბერი 2022,   00:27
ვრცლად
ტრაგედია იჟევსკის საშუალო სკოლაში - დაღუპულია 15 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვია

რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. ქალაქ იჟევსკიში შავ ტანსაცმელში ჩაცმულმა თავდამსხმელმა, სკოლაში მყოფებს ცეცხლი ავტომატიდან გაუხსნა.

დაღუპულებს შორის 11 ბავშვია. სკოლაში გახსნილი ცეცხლის შემდეგ თავდამსხმელმა თავი მოიკლა. დამნაშავეს მაისურზე ნაცისტური სიმბოლოები ჰქონდა გამოსახული. პოლიციის ინფორმაციით დამნაშავე 34 წლის არტემ კაზანცევია, ის ამავე სკოლის მოსწვალე იყო, თავდასხმის მოტივი კი უცნობია. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია.

 

დღის ამბები