03 ივლისი 2026,   09:46
ვრცლად
ევროპის ვიცე-ჩემპიონი ინგლისი ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს

ევროპის ვიცე-ჩემპიონი ინგლისი, ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს. მილანში, "სან სიროზე" იტალიის ნაკრებმა ინგლისის ეროვნული გუნდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. გამარჯვების ბურთი 68-ე წუთზე "ნაპოლის" თავდამსხმელმა, ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა, რომელმაც ლეონარდო ბონუჩის გადაცემის მერე დიდებულად ითამაშა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

იტალიას ბოლო ტურში, მხოლოდ მოგება სჭირდება, რადგან რობერტო მანჩინის გუნდი კონკურენტს, უნგრეთის ნაკრებს 2 ქულით ჩამორჩება. გერმანიას 6 ქულა აქვს და პირველობის შანსი დაკარგა, თუმცა პროცესს არ ეთიშება, რადგან ინგლისს, რომელსაც ბოლო ტურში შეხვდება, 4 ქულით უსწრებს. ინგლისი კი ბოლო ადგილზეა და ქვედა დივიზიონში დაქვეითდა.

დღის ამბები