03 ივლისი 2026,   18:42
ვრცლად
ელიზაბეტის ცხედარი დაასვენეს ტაძარში, სადაც მან ჯვარი დაიწერა და გვირგვინი დაიდგა - კუბო ვესტმინსტერამდე მისმა ოჯახის წევრებმა მიაცილეს

დედოფლის კუბო ვესტმინსტერის სააბატოში დღეს ოჯახის წევრებმა მიაცილეს. პრინცი ჰარი და უილიამი პროცესიას ერთად მიჰყვებოდნენ, მათთან ერთად იყვნენ ელიზაბეტის შვილები, მეფე ჩარლზი, პრინცი ენდრიუ, პრინცი ედვარდი და პრინცესა ანა. 

მოგვიანებით, ჰარისა და უილიამს მათი ცოლები, მეგან მარკლი და ქეით მიდლტონი შეუერთდებიან. ცერემონიალს, დაესწრებიან, ასევე, უილიამის შვილები, ჯორჯი და შარლოტა. 

დაკრძალვაზე 2 ათასი ადამიანია მიწვეული, მათ შორის არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, ვესტმინსტერში იმყოფება სალომე ზურაბიშვილიც. 

დღის ამბები