03 ივლისი 2026,   15:13
ვრცლად
დევიდ ბექჰემი დედოფლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო - ფეხბურთის ლეგენდა პატივის მისაგებად 12 საათიანი ლოდინის შემდეგ შევიდა

ფეხბურთის ლეგენდა დევიდ ბექჰემი დედოფლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. წესი დაცულია - ელისაბედ მეორესთან გამოსამშვიდობებლად ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რიგში ათასობით ადამიანთან ერთად იდგა. დევიდ ბექჰემი უვესტმისტერის დარბაზში, დედოფლისთვის პატივის მისაგებად 12 საათიანი ლოდინის შემდეგ შევიდა.

"ჩვენ, როგორც ერს, გაგვიმართლა რომ გვყავდა ადამიანი, რომელიც სიკეთით, მზრუნველობით და სიმშვიდით გაგვიძღვა. მისი უდიდებულესობა განსაკუთრებული ადამიანი იყო და ის მოენატრება ყველას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მე გავიზარდე ოჯახში, სადაც დიდ პატივის სცემდნენ სამეფო ოჯახს. ბებიაჩემი და ბაბუაჩემი ცოცხლები რომ იყვნენ, დღეს აუცილებლად აქ იქნებოდნენ. დღეს ჩვენ ერთად ვზეიმობთ მისი უდიდებულესობის ცხოვრებასა და იმ მემკვიდრეობას, რომელიც მან დატოვა," - განაცხადა დევიდ ბექჰემმა.

დღის ამბები