03 ივლისი 2026,   18:43
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, რუსული ამიაკის ექსპორტს უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ დასთანხმდეს

რუსული ამიაკის ექსპორტი უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ - ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, უკრაინის ტერიტორიის გავლით ამიაკის მიწოდებას უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ დასთანხმდეს. საკითხზე, უკრაინის პრეზიდენტმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერსთან" ისაუბრა.

მედიასაშუალების ცნობით, აღნიშნულ იდეაზე კრემლმა უარი უკვე განაცხადა. 

"როდესაც არის არჩევანი, ყოველთვის შესაძლებელია გამოსავლის პოვნა. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ წინააღმდეგი ვარ ჩვენი ტერიტორიის გავლით, რუსეთის ფედერაციიდან ამიაკის მიწოდების. ამას გავაკეთებდი მხოლოდ ჩვენი ტყვეების სანაცვლოდ. ეს არის ის, რაც მე შევთავაზე გაეროს," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

დღის ამბები