გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორეს ცხედარი ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერის სასახლეში გადაასვენეს.
ცერემონიაში მეფე ჩარლზ მესამე და სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დედოფლის ცხედარი ვესტმინსტერის ჰოლში დაასვენეს, სადაც მოსახლეობას მასთან გამომშვიდობების საშუალება აქვთ.
ორშაბათს ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. ამ დღეს ლონდონში 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსს ელოდებიან.