03 ივლისი 2026,   15:13
ვრცლად
აღიარებენ თუ არა გაერთიანებული სამეფოს მეფეს კარიბის ქვეყნის მეთაურად - ანტიგუა და ბარბუდაში რეფერენდუმი ჩატარდება

ანტიგუა და ბარბუდაში რეფერენდუმი ჩატარდება, იმის შესახებ, აღიარებენ თუ არა გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჩარლზ მესამეს, კარიბის ქვეყნის მეთაურად.

აღნიშნულის შესახებ ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, რეფერენდუმით გაირკვევა, მომდევნო წლებში გახდება თუ არა ანტიგუა და ბარბუდა რესპუბლიკა. ბრიტანეთის ყოფილმა კოლონიამ დამოუკიდებლობა 1981 წელს მოიპოვა, თუმცა ქვეყანა იმ 14 სახელმწიფოს შორისაა, სადაც ბრიტანეთის მონარქი ქვეყნის მეთაურად ითვლება.

დღის ამბები