03 ივლისი 2026,   15:16
ვრცლად
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინა თავდაპირველ პირობებს აღარ დათანხმდება და დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას ითხოვს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კიევი აღარ დათანხმდება იმ პირობებს, რომლებსაც ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთს თავად სთავაზობდა. ალექსეი რეზნიკოვის თქმით, უკრაინა ახლა დონბასისა და ყირიმის სრულ დეოკუპაციას ითხოვს.

"ომის დროს ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის, ისიც, რომ არ უნდა ვენდოთ მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებას, რასაც პარტნიორები გვთავაზობენ. საიდუმლოს გაგანდობთ, რუსებს ვეუბნებოდით, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ჯარი 2022 წლის 23 თებერვლის პოზიციებზე დაებრუნებინათ. მაშინ ეს შესაძლებელი იყო. ეს უკვე შეუძლებელია. ვარიანტი "24 თებერვლამდე" აღარ არსებობს. 1991 წლის პირველ დეკემბრამდე პოზიციები, წადით!" - ამბობს რეზნიკოვი

დღის ამბები