აშშ, ევროკავშირი და "დიდი შვიდეული" ზღვით რუსული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას გეგმავენ. აკრძალვა 2022 წლის 5 დეკემბრიდან ამოქმედდება, 2023 წლის 5 თებერვლიდან კი გაფართოვდება.
ეს მორიგი ნაბიჯია 2 სექტემბრის შემდეგ, როდესაც "დიდი შვიდეულის" სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ, რამაც უნდა შეამციროს ნავთობის გაყიდვებიდან შემოსავალი და შეასუსტოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შესაძლებლობა.