03 ივლისი 2026,   11:47
ვრცლად
დედოფალ ელიზაბეტის ცხედარს დღეს ბალმორალიდან ედინბურგში გადაასვენებენ

დედოფალ ელიზაბეტის ცხედარს დღეს ბალმორალიდან ედინბურგში, ჰოლი რუდის სასახლეში გადაასვენებენ, სადაც 12 სექტემბრამდე დარჩება.

13 სექტემბერს დედოფლის ცხედარს ლონდონში გადაასვენებენ. სამეფო ოჯახის წევრები მას ბუკინგემის სასახლეში გამოემშვიდობებიან.

ელიზაბეტ მეორის დაკრძალვის ცერემონია 19 სექტემბერს ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოს ტერიტორიაზე გაიმართება.

დღის ამბები