03 ივლისი 2026,   11:47
ვრცლად
დმიტრო კულებამ კიევში გერმანელ კოლეგას უმასპინძლა - შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის მთავარი თემა შეიარაღების მიწოდება იყო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში გერმანელ კოლეგას უმასპინძლა. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის მთავარი თემა შეიარაღების მიწოდება იყო.

დმიტრო კულებამ ანალენა ბერბოკთან საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ, მნიშვნელოვანია უკრაინამ შეიარაღება სწრაფად მიიღოს. 

"არ დავმალავ, რომ ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკების მთავარი თემა უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდა და დაჩქარებაა. შემოდგომაზე ჩვენ ველოდებით პირველ უახლესი საჰაერო თავდაცვის სისტემას. ასევე აღსანიშნავია გერმანელების ბოლო ინიციატივა, რომელიც ხაზს უსვამს იარაღის მიწოდების მნიშვნელობას. ჩვენ ვერ ვხედავთ ამ საკითხში რაიმე დაბრკოლებას. გადაწყვეტილების მიღებამდე, მე მივმართე კოლეგას წინადადებით, რომ გერმანიამ უკრაინას მიაწოდოს საბრძოლო მასალები საარტილერიო სისტემებისთვის - ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება ფრონტზე. საარტილერიო საბრძოლო მასალას შეუძლია მნიშვნელოვნად გააძლიეროს ჩვენი შეტევითი შესაძლებლობები, რაც დაგვეხმარება ახალი ტერიტორიების გათავისუფლებასა და ხალხის სიცოცხლის გადარჩენაში. შევთანხმდით გერმანიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროების პროექტის ინიცირებაზე, რომლის ფარგლებშიც გერმანია უზრუნველყოფს მნიშვნელოვან რესურსებსა და შესაძლებლობებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად," - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, კიდევ ერთხელ გამოთქვა უკრაინისადმი დახმარების მზადყოფნა:

"გასულ კვირას ჩვენ მივაწოდეთ თანამედროვე ტიპის საარტილერიო რადარი კობრა და ანტისაჰაერო ტექნიკა. ასევე მივაწვდით მათ მძიმე ტექნიკას ხიდების ასაგებად. მაგრამ, რა თქმა უნდა, მესმის, რომ თქვენ კვლავ გჭირდებათ მხარდაჭერა. ინტენსიურად ვსაუბრობთ ფედერალურ მთავრობაში, თუ როგორ შეგვიძლია განვავითაროთ ჩვენი შემდგომი მხარდაჭერა თქვენი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად,"- აღნიშნავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი​.

დღის ამბები