03 ივლისი 2026,   15:16
ვრცლად
ოკუპანტების დანაკარგები გრძელდება, მტრის ქვედანაყოფები დამხმარე საშუალებების გარეშე დარჩნენ, პერსონალი კი პანიკაშია - სტუპუნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელი ოლექსანდ სტუპუნი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 16 სარაკეტო და 34 საჰაერო დარტყმა განახორციელა სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

მისივე თქმით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რჩება საჰაერო და სარაკეტო დარტყმების შემდგომი საფრთხე:

"მტერი აგრძელებს ძალისხმევის ფოკუსირებას დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებაზე. მტერი დროებით ოკუპირებული ხერსონის ოლქის, ხარკივის ნაწილის, ზაპოროჟიეს რეგიონისა და მიკოლაივის რეგიონის შენარჩუნებაზეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 16 სარაკეტო და 34 საჰაერო დარტყმა განახორციელა სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე. ამით 28 დასახლება დაზარალდა.

ოკუპანტების დანაკარგები გრძელდება. ხარკივის მიმართულებით მე-20 გაერთიანებული არმიის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის, მტრის ქვედანაყოფები დამხმარე საშუალებების გარეშე დარჩნენ, პერსონალი კი პანიკაშია. ჩვენი ქვედანაყოფები კუპიანსკში შევიდნენ, გრძელდება იზიუმის ოლქების დასახლებების განთავისუფლება. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რჩება საჰაერო და სარაკეტო დარტყმების შემდგომი საფრთხე,"- აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელი ოლექსანდ სტუპუნი.

დღის ამბები